მთავარი
GEO  |  ENG  |  RUS
/
/ აღწერა
/ გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი
/ სასარგებლო წიაღისეული
/ ნიადაგი
/ ფლორა და ფაუნა
/ ჰიდროგრაფია
/ რაიონის ისტორია
/ ისტორიული მონაცემები
/ ისტორიული და არქიტექტურულ–კულტურული ძეგლები
/ არქეოლოგიური გათხრები
/ ეკონომიკა
/ წარმოება
/ მშენებლობა
/ ენერგეტიკა
/ ტრანსპორტი
/ სოფლის მეურნეობა
/ მიწათმოქმედება
/ მეცხოველეობა
/ თევზჭერა
/ მეფუტკრეობა
/ სამომხმარებლო ბაზარი
/ სავაჭრო ცენტრები
/ ბაზრობები
/ მაღაზიები
/ ბანკები
/ კულტურა და სპორტი
/ თეატრი, მუზეუმი, კინო
/ ხალხური შემოქმედება
/ სახალხო ზეიმები
/ სპორტი
/ ჯანდაცვა და სოც. უზრუნველყოფა
/ ჯანდაცვის ობიექტები
/ სოც. უზრუნველყოფის პოლიტიკა
/ განათლება და მეცნიერება
/ საბავშვო ბაღები
/ სკოლები და კოლეჯები
/ უმაღლესი სასწავლებლები
/ სამეცნიერო დაწესებულებები

 

ისტორიული და არქიტექტურულ-კულტურული ძეგლები

 ნინოწმინდის ტერიტორიაზე დაცულია როგორც ძველი ქართული ხუროთმოძღვრული, ასევე სომხური და „დუხობორული“ მიმდინარეობის ისტორიულ-კულტურული ძეგლები.

სოფ. ფოკის წმინდა ნინოს დედათა მონასტერი

სოფელ ფოკაში მდებარე წმინდა ნინოს დედათა მონასტერი ქართული ხუროთმოძღვრების XI საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ეკლესია ნაგებია სუფთად გათლილი, ნაწყობი კვადრებით. ინტერიერში კედლები დანაწევრებულია პროფილირებულ იმპოსტებიანი პილასტრებით, რომლებზეც დაყრდნობილია კამარის საბჯენი თაღები. საკურთხევლის აფსიდში ორი მაღალი, გეგმით ნახევარწრიული ნიშაა. დეკორატიული მორთულობა მხოლოდ სამხრეთ ფასადზეა შემონახული. კარ-სარკმელები შემკულია ჩუქურთმებით. ინტერიერში შემონახულია მხატვრობის ფრაგმენტები. კარის თავზე წარწერაში მოხსენიებულია ქართლის კათალიკოსი იოანე ოქროპირი, ხოლო კარის მარჯვნივ წარწერაში – ძეგლის მშენებელი „ხელოსანი ბევრელი“. ლეგენდის თანახმად, ჯავახეთის მთებით შემოსული წმინდა ნინო კაბადოკიელი სწორედ ამ ადგილას შეჩერდა.

კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 1992 წელს დაარსდა ფოკის წმინდა ნინოს დედათა მონასტერი.
ტრადიციისამებრ ყოველი წლის 1 ივნისს აქ აღინიშნება წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღე და წმინდა ნინოს ნაკვალევზე მიმავალი მორწმუნეები სწორედ ამ დღეს ფოკიდან იწყებენ მცხეთამდე მსვლელობას. დედათა მონასტერთან არსებობს სამრევლო სკოლა და სამედიცინო კაბინეტი. მონასტერში გახსნილია ტიხრული მინანქრის სახელოსნო, რომელშიც ხატები და ღვთისმსახურებისათვის საჭირო ნივთები მზადდება.

წმინდა ნინოს მამათა მონასტერი





კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 1989 წელს დაარსდა ფოკის წმინდა ნინოს მამათა მონასტერი



სოფ. სათხის სამების დიდი დარბაზული ქართული ეკლესიის ნანგრევები

სოფ. სათხის სამების დიდი დარბაზული ეკლესია X საუკუნის დასასრულის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია, რომელიც სუფთად გათლილი მოყავისფრო ქვის კვადრებითაა აგებული. სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან აქვს მინაშენები. შეინიშნება სხვადასხვა დროის რამდენიმე სამშენებლო ფენა, რომელთაგან უძველესია ჩრდილოეთ ეგვტერისა და მთავარი ეკლესიის კედლებში ჩართული უფრო ადრინდელი პატარა ეკლესიის ნაწილები. სამკვეთლო და სადიაკვნე საკურთხევლის ორივე მხარეს კედლის სისქეშია მოქცეული. გარედან სარკმელები და კარნიზი შემკულია მაღალოსტატური ჩუქურთმებით. ინტერიერი თავიდან მოსახატად არ იყო გათვალისწინებული, რაზედაც მეტყველებს სუფთად გათლილი ქვის წყობა, არქიტექტურული ელემენტების მოხაზულობა და მოჩუქურთმებული იმპოსტები. კედლის მხატვრობის შემორჩენილი ფრაგმენტები მოგვიანო ხანისაა.
 
სათხის ქართულმა სიძველეებმა, თავიანთი მეცნიერული მნიშვნელობის გამო, ჯერ კიდევ XIX საუკუნეში მიიქციეს მკვლევართა ყურადღება. ამ სიძველეებს შორის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ძველი ქართული წარწერები, რომლებიც მრავლად მოიპოვებოდა და ახლაც ბევრი იკითხება ეკლესიის კედლებზე. ერთ–ერთი წარწერის ტექსტის მიხედვით, სათხის ეკლესია ფარსმან ერისთავთა ერისთავს აუშენებია. იგი ისტორიულ ლიტერატურაში სავსებით სწორად გაიგივებულია ბაგრატ IV-ის (1027–1072წწ.) დროის ცნობილ მოღვაწესთან ფარსმან თმოგველთან. ჯავახეთში ფარსმან ერისთავთა ერისთავის სახელი, სათხის გარდა, კიდევ ორ – ზედა თმოგვის ეკლესიის და მირაშხანის წარწერაში მოიხსენიება. ეკლესიის ფასადების ასომთავრულ წარწერებიდან ერთ-ერთში მოხსენიებულია მშენებელი „კვირიკე კალატოზი“. სათხის ეკლესიის მოჩუქურთმებული კანკელი ექსპონირებულია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.

 

სოფ. სათხის ქართული და სომხური ეკლესიები



სოფელ სათხაში XII საუკუნის დარბაზული ტიპის ქართული ეკლესიის კედელზე 1899 წელს მიშენებული იქნა სომხური წმინდა დიდი ნერსეს ეკლესია (სურათის მარცხენა მხარეს ქართული ეკლესიის ნანგრევებია, მარჯვენა მხარეს სომხური ეკლესიაა ).


სოფ. განძის ქვედა ეკლესია







სოფ. განძის ზედა ეკლესია





სოფელ განძაში დღეისათვის შემორჩენილია XIV საუკუნის ჯაყელთა საგვარეულოს წარმომადგენლის შალვას მიერ აშენებული ორი ქართული ეკლესია - ზედა და ქვედა განძის ეკლესიები. ზედა ეკლესია უფრო ადრეა აშენებული. ორივე ერთნავიანია. ნაშენია თლილი ქვით, გადახურულია ორფერდა სახურავით, სამხრეთიდან აქვთ თითო კარი. ეკლესიებზე შემორჩენილია ორ-ორი ასომთავრული წარწერა. როგორც წარწერებიდან ჩანს, ეკლესიები აშენებულია ნიკოლასძეთა მიერ.


ქ.ნინოწმინდის დედათა მონასტერი




ქ. ნინოწმინდაში 2001 წლიდან ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიაში შემავალი, ღვთისმშობლის ხარების სახელობის დედათა მონასტერი ფუნქციონირებს.


 
სოფ. საღამოში არსებული XI-XII საუკუნეების ქართული ეკლესიის ნაშთები





სოფ. საღამოს თამარ მეფის სახელობის დედათა მონასტერი





სოფელ საღამოში 2004 წლიდან ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიაში შემავალი, თამარ მეფის სახელობის დედათა მონასტერი და ეკლესია ფუნქციონირებს.


მდინარე ფარავანზე გადებული XII საუკუნის ხუთთაღიანი ხიდი


სოფელ ყაურმაში მდინარე ფარავანზე გადებულია XII საუკუნით დათარიღებული ხუთთაღიანი ხიდი, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს და VII-VIII საუკუნეებით დათარიღებულ მართლმადიდებლურ სალოცავს უკავშირდება.


 VII-VIII საუკუნეების მართლმადიდებლური სალოცავი


 


სოფ. როდიონოვკის ქართული ეკლესია 



სოფელ როდიონოვკის ცენტრში მდებარეობს სუფთად გათლილი გრძელი კვადრებით აგებული დიდი ერთნავიანი დარბაზული ტიპის ეკლესია, რომელიც X-XI საუკუნეებს განეკუთვნება. ეკლესიას კარის არქიტავრზე აქვს ბრწყინვალე ორნამენტები. შესანიშნავი ორნამენტებია შემონახული თავდაპირველი სახის კარნიზებისა და სარკმელების არქივოლტებზე. ეკლესიას გააჩნია წარწერები, რომელთაგან ერთი მათგანი შემდეგნაირად იკითხება: „ქრისტე შეიწყალე პავლე“.


 სოფ. განძის წმინდა კარაპეტის სომხური ეკლესია


სოფელ განძაში წმინდა კარაპეტის სახელობის სომხური ეკლესია 1858 წელს იქნა აგებული.


სუბ-სარქისის სახელობის სომხური ეკლესია


ქ.ნინოწმინდაში ფუნქციონირებს წმინდა სუბ-სარქისის სახელობის ეკლესია, რომელიც აგებულია 1884 წელს. ექვემდებარება საქართველოში სომხური ეკლესიის ეპარქიას.



სოფ. თორიას მთაზე არსებული სამლოცველო და ძველი საკურთხეველი






 


სოფ. დიდი გონდრიოს სომხური ეკლესია


სოფ. დიდ გონდრიოში ღვთისმშობლის სახელობის სომხური ეკლესია აშენდა 1867 წელს.




სოფ. გორელოვკის დუხობორთა ეთნოგრაფიული მუზეუმი

 

 

 

 

 

 სოფ. ასპარის ციხესიმაგრე – ,,ქოროღლი,,–ს ნანგრევები, დათარიღებული ჩვ. წ. აღრიცხვამდე 3000 წლით მდებარეობს ფარავნის ტბასთან  – ზღვის დონიდან  2200 მეტრზე.


 

width=46

width=19
width=46 width=19

/

/

/

/

/

/

 

მთავარი | კანონმდებლობა | ბიუჯეტი | არასამთავრობო სექტორი | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია