მიწათმოქმედება
რაიონის ძირითად ეკონომიკურ საქმიანობას სოფლის მეურნეობა წარმოადგენს, რომელშიც სოფლის მოსახლეობის უმეტესობაა დასაქმებული. რაიონში 117 000 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაა, 24 000 ჰა - სახნავ-სათესია, 7 000 ჰა - სათიბი და 96 000 ჰა - საძოვარია.
სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია მეცხოველეობა, მარცვლეულის მოყვანა და მეკარტოფილეობა. გავრცელებულია საგაზაფხულო თავთავიანი და საკვები კულტურები: ქერი, საშემოდგომო ხორბალი, კარტოფილი და ბოსტნეული.
ბოსტნეულიდან მოჰყავთ: კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი, ბოლოკი, წიწაკა, ყაბაყი, გოგრა და მწვანილი (ოხრახუში, ნიახური, კამა, პიტნა, ტარხუნა, რეჰანი, მწვანე ხახვი, ნიორი და სხვა).

|