მთავარი
GEO  |  ENG  |  RUS
/
/ აღწერა
/ გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი
/ სასარგებლო წიაღისეული
/ ნიადაგი
/ ფლორა და ფაუნა
/ ჰიდროგრაფია
/ რაიონის ისტორია
/ ისტორიული მონაცემები
/ ისტორიული და არქიტექტურულ–კულტურული ძეგლები
/ არქეოლოგიური გათხრები
/ ეკონომიკა
/ წარმოება
/ მშენებლობა
/ ენერგეტიკა
/ ტრანსპორტი
/ სოფლის მეურნეობა
/ მიწათმოქმედება
/ მეცხოველეობა
/ თევზჭერა
/ მეფუტკრეობა
/ სამომხმარებლო ბაზარი
/ სავაჭრო ცენტრები
/ ბაზრობები
/ მაღაზიები
/ ბანკები
/ კულტურა და სპორტი
/ თეატრი, მუზეუმი, კინო
/ ხალხური შემოქმედება
/ სახალხო ზეიმები
/ სპორტი
/ ჯანდაცვა და სოც. უზრუნველყოფა
/ ჯანდაცვის ობიექტები
/ სოც. უზრუნველყოფის პოლიტიკა
/ განათლება და მეცნიერება
/ საბავშვო ბაღები
/ სკოლები და კოლეჯები
/ უმაღლესი სასწავლებლები
/ სამეცნიერო დაწესებულებები

 

ჰიდროგრაფია

ნინოწმინდაში ბევრია მიწისქვეშა წყლები, რაც ჯავახეთისთვის დამახასიათებელია. მუნიციპალიტეტი დანაწევრებულია პატარა მდინარეებითა და წყაროებით. მთავარი მდინარეა ფარავანი (სიგრძე 75 კმ), რომელიც სათავეს ფარავანის ტბიდან იღებს და სოფელ განძის გავლით საღამოს ტბაში ჩაედინება. შემდეგ გრძელდება ხერთვისის ციხემდე და მდინარე მტკვარს უერთდება. ფარავანს გზად უერთდება წყაროები: განძასხევი, ბუღდაშენი და კირბულეხი.
 
ნინოწმინდის რაიონში მდებარეობს ვულკანური წარმოშობის შემდეგი ტბები, რომლებიც ზამთარში იყინებიან:

 – ფარავანის ტბა საქართველოში ყველაზე დიდი და ჭარბწყლიანია. ზღვის დონიდან მდებარებს 2200 მ-ზე. მისი ფართობი შეადგენს 3750 ჰექტარს. სიღრმე საშუალოდ 12 მ. ფარავნის ტბის ირგვლივ გაშენებულია სოფლები: ფოკა, ვლადიმეროვკა, ტამბოვკა, რადიონოვკა და ასფარა;



 

მადათაფას ტბა ზღვის დონიდან 2100 მ-ზე მდებარეობს. მისი ფართობი შეადგენს 960 ჰექტარს. საშუალო სიღრმეა 2-3 მ. ტბიდან სათავეს იღებს მდინარე ბუღდაშენი, რომელიც ქ.ნინოწმინდის შესასვლელთან მდინარე ფარავანს უერთდება. ტბის ირგვლივ გაშენებულია სოფლები: ეფრემოვკა, ჟდანოვაკანი და სამება;



 

– ხანჩალის ტბა ზღვის დონიდან 1900 მ-ზე მდებარეობს. მისი ფართობი შეადგენს 630 ჰექტარს. სიღრმე საშუალოდ 2 მ. ტბიდან სათავეს იღებს მდინარე ბუღდაშენი, რომელიც ქალაქ ნინოწმინდის შესასვლელთან მდინარე ფარავანს უერთდება. ტბის ირგვლივ გაშენებულია ქ.ნინოწმინდის რამდენიმე უბანი და სოფლები: დიდი და პატარა ხანჩალი;



 

– საღამოს ტბა ზღვის დონიდან 2000 მ-ზე მდებარეობს. მისი ფართობი შეადგენს 510 ჰექტარს. საშუალო სიღრმეა 6-7 მ. ტბის ირგვლივ გაშენებულია სოფელი საღამო.


 

ტბებსა და მდინარეებში ბევრი და მრავალი სახეობის თევზია (კალმახი, ქაშაპი, ხრამული, ფრიტა, კობრი, მტკვრის წვერა და სხვა). ტბებს მეთევზეობის განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნიათ.

 

width=46

width=19
width=46 width=19

/

/

/

/

/

/

 

მთავარი | კანონმდებლობა | ბიუჯეტი | არასამთავრობო სექტორი | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია