ფლორა და ფაუნა
ფლორა
ნინოწმინდის რაიონის ფლორა შედგება ძირითადად ალპური ზონის მახასიათებლებით. უმეტესი ნაწილი უტყეოა, დაფარულია მთის და მდელო-ველის მცენარეულობით. ტბების ირგვლივ დაჭაობებულ ტაფობებში გავრცელებულია წყლისა და ჭაობის მცენარეულობა. 2200 მეტრზე მაღლა იწყება სუბალპური და ალპური მდელოები.
სუბალპური სარტყელი (2050-2400მ) ხასიათდება მაღალბალახეული მცნარეულობით, ბუჩქნარებით და სუბალპური პოლიდომინანტური-ნაირბალახეულობით. ნინოწმინდაში გავრცელებულია სამკურნალო თვისებების მქონე მცენარეები: ჭინჭარი, პიტნა, გვირილა, ჟოლო, ასკილი და კრაზანა.

ფაუნა
ნინოწმინდის რაიონში ბინადრობენ მთიანი ზონისთვის დამახასიათებელი ცხოველები და მღრღნელები: მელა, მგელი, კურდღელი, ზღარბი, მაჩვი, თრითინა, წავი, ტურა, თაგვი, ზაზუნა, თხუნელა, ვირთხა, ნუტრია და სკუნსი.
იმის გამო, რომ ჯავახეთის ზეგანი მდიდარია ტბებით, წყალმცურავი ფრინველების სამყარო მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ 200-მდე სახეობის ფრინველი იყრის თავს, მათ შორის მიგრანტები, ზაფხულის ბინადრები, ბუდის მკეთებელი, აგრეთვე წყლის ფრინველები.

|