ნიადაგი
ნინოწმინდის რაიონის ვაკე ნაწილის თიხნარებზე და ბაზალტების გამოფიტვის პროდუქტებზე, მთის შავმიწები და გამოტუტული შავმიწები ჭარბობს. მაღლობებისა და ქედების ქვედა კალთებზე შავმიწისებრი და მთის მდელოს ნიადაგებია გაბატონებული. შუა და ზედა კალთებზე კი კორდიანი და კორდიან-ტორფიანი მთის მდელოს ნიადაგებია გავრცელებული. დაჭაობებული ტაფობების ძირზე ხშირია ნესტიან-მდელოს და ჭაობის ნიადაგები.
|