მოზარდთა - 14 წლამდე ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა შავარშ ბდოიანმა, მეორე - ავაკ კარსლიანმა, ხოლო მესამე - მეხაკ კარსლიანმა. მოზარდთა 14-18 წლამდე ჯგუფში პირველი ადგილი გიორგი სამსონიძემ დაიკავა, მეორე ადგილი ვლადიმირ გვარამაძემ, ხოლო მესამე ადგილი დაიკავა არმენ ავეტისიანმა.
18 და ზემოთ ჯგუფიდან პირველი ადგილი მიხეილ ბექაურმა დაიკავა, მეორე ადგილი ერევანდ სავოიანმა და მესამე ადგილი სევაკ აროიანმა დაიკავა . კულტურის სამსახურმა (უფროსი - ლევონ ვარდანიან, თანამშრომლები - ორგანიზატორები ვაჰე ირიციან და ვალერი ბროიან) გამარჯვებულებს გადასცეს მედლები, დიპლომები, სიგელები და სუვენირები․
აღსანიშნავია, რომ ტურნირში მონაწილეობა მიიღო ბაკურიანელმა ორმა გოგომ - ანი პეტროსიანმა და რიტა მაჰტესიანმა , რომლებსაც გადაეცათ დიპლომები და სუვენირები.
