ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანი მოსოიანმა, მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა - ლევონ ვარდანიანმა, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსმა - გაიანე სეროპიანმა სამსახურის თანამშრომლებთან ერთად მუნიციპალიტეტის 11 მრავალშვილიან დედას ქალთა საეთაშორისო დღე 8 მარტი მიულოცეს․
„ვულოცავ ყველა დედას დღევანდელ დღეს და განსაკუთრებით მრავალშვილიან დედებს, რადგან მრავალშვილიან ოჯახებში აღზრდილი ბავშვების თავისებურებები, როლი და მნიშვნელობა ძალიან მნიშვნელოვანია ‘’ განაცხადა მერმა, ანი მოსოიანმა.
,, ჩვენი ყურადღება მრავალშვილიან ოჯახებზე უნდა იყოს უწყვეტი, განაცხადა კულტურის სამსახურის უფროსმა ლევონ ვარდანიანმა. მინდა ყველა დედას ვუსურვო ბედნიერება, დღეგრძელობა და შვილების კეთილდღეობა“
მერმა კითხვა - პასუხის რეჟიმში მოუსმინა ყველა მრავალშვილიანი დედის სურვილებს․
შეხვედრის ბოლოს , მრავალშვილიანმა დედებმა მიიღეს სამახსოვრო საჩუქრები და ყვავილები.

