სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ პროექტების შესარჩევად შეხვედრები გრძელდება
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები აქტიურად გრძელდება.
შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერი ანი მოსოიანი, მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე მიქელაძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტი - არარატ დარბინიანი, დეპუტატი - ანდრანიკ კარაპეტიანი, ჯიგრაშენის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი არარატ ოგანესიანი და სპეციალისტი ესწრებოდნენ.


დღეს, 04 მარტს, საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა ჯიგრაშენის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში: ჯიგრაშენი და პატარა ხორენია
კონსულტაციის/კრების დროს შემდეგი პრიორიტეტები გამოვლინდა:


სოფ. ჯიგრაშენი

სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია

შიდა გზების რეაბილიტაცია


სოფ. პატარა ხორენია

სასმელი წყლის აუზის რეაბილიტაცია
