მთავარი
GEO  |  ENG  |  RUS
 

 

/
/ აღწერა
/ გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი
/ სასარგებლო წიაღისეული
/ ნიადაგი
/ ფლორა და ფაუნა
/ ჰიდროგრაფია
/ რაიონის ისტორია
/ ისტორიული მონაცემები
/ ისტორიული და არქიტექტურულ–კულტურული ძეგლები
/ არქეოლოგიური გათხრები
/ ეკონომიკა
/ წარმოება
/ მშენებლობა
/ ენერგეტიკა
/ ტრანსპორტი
/ სოფლის მეურნეობა
/ მიწათმოქმედება
/ მეცხოველეობა
/ თევზჭერა
/ მეფუტკრეობა
/ სამომხმარებლო ბაზარი
/ სავაჭრო ცენტრები
/ ბაზრობები
/ მაღაზიები
/ ბანკები
/ კულტურა და სპორტი
/ თეატრი, მუზეუმი, კინო
/ ხალხური შემოქმედება
/ სახალხო ზეიმები
/ სპორტი
/ ჯანდაცვა და სოც. უზრუნველყოფა
/ ჯანდაცვის ობიექტები
/ სოც. უზრუნველყოფის პოლიტიკა
/ განათლება და მეცნიერება
/ საბავშვო ბაღები
/ სკოლები და კოლეჯები
/ უმაღლესი სასწავლებლები
/ სამეცნიერო დაწესებულებები

 

Machine :     Log :     Source :
Error while browsing event logs on machine .. Probably wrong machine name

width=46

width=19
width=46 width=19

/

/

/

/

/

/

 

მრავალფეროვანი საქართველო

 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანი მოსოიანი, საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი, საკრებულოს წევრები, მერის მოადგილე, კულტურის სამსახურის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის სკოლების დირექტორები და მასწავლებლები, მოსწავლეები და საზოგადოების სხვა წევრები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიების, „მრავალფეროვანი საქართველოს“ ფარგლებში თბილისიდან მიწვეულ სტუმრებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში შეხვდნენ, სადაც საქართველოში მოღვაწე სომეხი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ოვანეს თუმანიანის დაბადების 150 წლის იუბილე აღინიშნა

მწერალმა და მთარგმნელმა გივი შახნაზარმა აღნიშნა, რომ „ოვანეს თუმანიანის შემოქმედებასა და მოღვაწეობაში გამორჩეული ადგილი უკავია ქართველებისა და სომხების მეგობრობისა და ძმობის წარმოჩენის, ჩამოყალიბებისა და განმტკიცების საკითხს“ და დამსწრეებს ქართულ ენაზე თარგმნილი თუმანიანის ნაწარმოებები წარუდგინა.

საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, მაყვალა გონაშვილმა განაცხადა, რომ ფასდაუდებელი და შეუფასებელია ოვანეს თუმანიანის დამსახურება ქართულ-სომხური მეგობრობის განმტკიცებაში და მისი პიროვნება, ამ ორი ერის განუყრელი მეგობრობის დამაკავშირებელი ხიდია.
თუმანიანმა ძალიან ბევრი ლექსი მიუძღვნა საქართველოს. ამის ნათელი მაგალითია, ქართველი პოეტის და საზოგადო მოღვაწის, იოსებ გრიშაშვილის თარგმანები, რომლებიც ოვანეს თუმანიანის ლექსების ორიგინალებს არ ჩამოუვარდება.

ცნობილმა პოეტმა ბაღათურ არაბულმა წაიკითხა თუმანიანის ლექსი „საქართველოს პოეტებს“, რომელიც საქართველოს, სომხურ-ქართულ ურთიერთობებს და მეგობრობას ეძღვნება.
საიუბილეო ლიტერატურულ-მხატვრულ ღონისძიებას უძღვებოდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის წარმომადგენლები და „ოვანეს თუმანიანის სახლის“ ხელმძღვანელი გისანე ჰოვსეფიანი.
თბილისის სომხური ეკლესიის მგალობელთა გუნდის, „ჰაიარტუნ“-ის შესრულებით დარბაზში თუმანიანის შემოქმედების მიხედვით შექმნილი არნო ბაბაჯანიანის უკვდავი მელოდიები და სიმღერები გაჟღერდა.

უკან დაბრუნება  
მთავარი | კანონმდებლობა | ბიუჯეტი | არასამთავრობო სექტორი | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია