მთავარი
GEO  |  ENG  |  RUS
/
/ აღწერა
/ გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი
/ სასარგებლო წიაღისეული
/ ნიადაგი
/ ფლორა და ფაუნა
/ ჰიდროგრაფია
/ რაიონის ისტორია
/ ისტორიული მონაცემები
/ ისტორიული და არქიტექტურულ–კულტურული ძეგლები
/ არქეოლოგიური გათხრები
/ ეკონომიკა
/ წარმოება
/ მშენებლობა
/ ენერგეტიკა
/ ტრანსპორტი
/ სოფლის მეურნეობა
/ მიწათმოქმედება
/ მეცხოველეობა
/ თევზჭერა
/ მეფუტკრეობა
/ სამომხმარებლო ბაზარი
/ სავაჭრო ცენტრები
/ ბაზრობები
/ მაღაზიები
/ ბანკები
/ კულტურა და სპორტი
/ თეატრი, მუზეუმი, კინო
/ ხალხური შემოქმედება
/ სახალხო ზეიმები
/ სპორტი
/ ჯანდაცვა და სოც. უზრუნველყოფა
/ ჯანდაცვის ობიექტები
/ სოც. უზრუნველყოფის პოლიტიკა
/ განათლება და მეცნიერება
/ საბავშვო ბაღები
/ სკოლები და კოლეჯები
/ უმაღლესი სასწავლებლები
/ სამეცნიერო დაწესებულებები

 

გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი

ნინოწმინდის რაიონის ტერიტორიის ფართობი 1353,9 კმ2 შეადგენს. იგი მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთის ვულკანურ ზეგანზე, ახალქალაქის პლატოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ხანჩალის ტბის აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1950-2200 მ სიმაღლეზე. მისი უდაბლესი წერტილია 1800 მ (ფარავნის ტბა), უმაღლესი — 3189 მ (მთა გოდორები). რაიონის სამხრეთ–დასავლეთი საზღვარი საქართველო–თურქეთის სახელმწიფო საზღვარს წარმოადგენს. სამხრეთ საზღვარი ნიალისყურის ქედს მიჰყვება, რომელიც სომხეთს ესაზღვრება. ჩრდილოეთით - აბულ-სამსარისა და ჯავახეთის ქედების შემაერთებელი სერით წალკის რაიონისაგან არის გამოყოფილი. დასავლეთით - აბულ-სამსარის ქედით ახალქალაქის რაიონს, ხოლო აღმოსავლეთით კი ჯავახეთის ქედის თხემით - დმანისის რაიონს ემიჯნება. ნინოწმინდის რაიონის ცენტრი მდებარეობს ქ.ნინოწმინდაში, რომელიც ახალციხიდან დაშორებულია 91 კმ–ით, თბილისიდან წალკის გავლით 161 კმ–ით, ხოლო ახალციხის გავლით 320 კმ–ით. ნინოწმინდის რაიონი 3 მთის მასივისგან შედგება (აღბაბა, თრიალეთი და აბულ-სამსარი). რელიეფი ნამარხი ვულკანებით და სიმაღლეებით ხასიათდება. რაიონი 7-8 ბალიან სეისმურ ზონაში მდებარეობს.

ჰიპსომეტრიული განვითარების მნიშვნელოვანი დიაპაზონის გამო ნინოწმინდის რაიონში ზეგნის სხვადასხვაგვარი კონტინენტური ჰავაა. ზამთარი ცივი, მცირეთოვლიანია, ზაფხული — გრილი. იანვრის საშუალო ტემპერატურა მინუს 10,6°C, აგვისტოს პლიუს 13,1°C (ზამთარში ტემპერატურა მინუს 38°C აღწევს). ნალექები 733 მმ-ია წელიწადში, მაქსიმალური ივნისში — 116 მმ, მინიმალური დეკემბერში - 30 მმ. თოვლის საბურველის ხანგრძლივობაა 100 დღე. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში 2479 სთ. აღწევს.
 

width=46

width=19
width=46 width=19

/

/

/

/

/

/

 

მთავარი | კანონმდებლობა | ბიუჯეტი | არასამთავრობო სექტორი | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია