Machine :
Log :
Source :
Error while browsing event logs on machine .. Probably wrong machine name
|
|
|
|
შეხვედრა მერიაში
შეხვედრა მერიაში, თემაზე:მრგვალი ტბის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტის პრეზენტაცია
დღეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ ქალაქ ნინოწმინდის სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდრდები, დაინტერესებული პირები, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლები.შეხვედრა მოეწყო და გახსნა მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა ლეონ ვარდანიანმა.
თემა პრიორიტეტულია, ანუ ქალაქ ნინოწმინდასთან „მრგვალი ტბის“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და დასასვენებელ ზონად გადაქცევა. ამ კუთხით ახალგაზრდებმა წარმოადგინეს პროექტი, რომელიც შინაარსიანი იყო და მოიცავდა თითქმის ყველა დეტალს ტერიტორიის ლამაზ კუთხედ გადაქცევის შესახებ .
მუნიციპალიტეტის მერი ანი მოსოიანი მიესალმა ახალგაზრდების „მრგვალ ტბასთან“ დაკავშირებით შინაარსიან ინიციატივას. აღნიშნა, რომ უნდა შეგვეძლოს გვიყვარდეს ქალაქი, დავიცვათ ის, რაც გვაქვს და ის სულ ჩვენს სახლად მივიჩნიოთ. რაც შეეხება "მრგვალი ტბის" ტერიტორიის დასასვენებელ ზონად გადაქცევას, ამის შესახებ იდეა უკვე 3 წელია არსებობს. განსახორციელებლად უნდა გამოვაცხადოთ საპროექტო სამუშაოების ტენდერი, მოვაგვაროთ ფულადი საკითხები, გავითვალისწინოთ ტბის წყლის დონესთან დაკავშირებული სპეციალისტების გადაწყვეტილება.
საკრებულოს თავმჯდომარემ ვაჰან აროიანმა გამოთქვა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს ახალგაზრდებს პროექტის განხორციელებისთვის ყველა საკითხში.
Թեման առաջնահերթ է, այն է՝ Նինոծմինդա քաղաքի մոտ գտնվող «Կլոր լճի» շրջակայքի բարեկարգումը և հանգստի գոտու վերածումը։ Այս առումով երիտասարդները ներկայացրեցին մի նախագիծ, որը բովանդակալից էր և ներառում էր տարածքը գեղեցիկ անկյուն դարձնելու գրեթե բոլոր մանրամասները։
Քաղաքապետ Անի Մոսոյանը ողջունեց երիտասարդների բովանդակալից նախաձեռնությունը «Կլոր լճի» վերաբերյալ։ Նա նշեց, որ մենք պետք է կարողանանք սիրել քաղաքը, պաշտպանել մեր ունեցածը և այն դարձնել մեր ընդհանուր տունը: Ինչ վերաբերում է «Կլոր լճի» տարածքը հանգստի գոտու վերածելուն, ապա գաղափարը գոյություն ունի արդեն 3 տարի։ Այն իրականացնելու համար պետք է մրցույթ հայտարարենք նախագծային աշխատանքների համար, լուծենք դրամական հարցերը, հաշվի առնենք մասնագետների որոշումը՝ կապված լճի ջրի մակարդակի հետ։
Ավագանու նախագահ Վահան Արոյանը պատրաստակամություն հայտնեց աջակցելու երիտասարդներին ծրագրի բոլոր առումներով։
|
|