მთავარი
GEO  |  ENG  |  RUS
 

 

/
/ აღწერა
/ გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი
/ სასარგებლო წიაღისეული
/ ნიადაგი
/ ფლორა და ფაუნა
/ ჰიდროგრაფია
/ რაიონის ისტორია
/ ისტორიული მონაცემები
/ ისტორიული და არქიტექტურულ–კულტურული ძეგლები
/ არქეოლოგიური გათხრები
/ ეკონომიკა
/ წარმოება
/ მშენებლობა
/ ენერგეტიკა
/ ტრანსპორტი
/ სოფლის მეურნეობა
/ მიწათმოქმედება
/ მეცხოველეობა
/ თევზჭერა
/ მეფუტკრეობა
/ სამომხმარებლო ბაზარი
/ სავაჭრო ცენტრები
/ ბაზრობები
/ მაღაზიები
/ ბანკები
/ კულტურა და სპორტი
/ თეატრი, მუზეუმი, კინო
/ ხალხური შემოქმედება
/ სახალხო ზეიმები
/ სპორტი
/ ჯანდაცვა და სოც. უზრუნველყოფა
/ ჯანდაცვის ობიექტები
/ სოც. უზრუნველყოფის პოლიტიკა
/ განათლება და მეცნიერება
/ საბავშვო ბაღები
/ სკოლები და კოლეჯები
/ უმაღლესი სასწავლებლები
/ სამეცნიერო დაწესებულებები

 

Machine :     Log :     Source :
Error while browsing event logs on machine .. Probably wrong machine name

width=46

width=19
width=46 width=19

/

/

/

/

/

/

 

კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიები

 კორონავირუსის საწინააღმდეგო ინფორმაციის მოსახლეობაში გავრცელების მიზნით, დღეს, ნინოწმინდაში გაიგზავნა სომხურენოვანი 16000 ფლაერი- და 600 პოსტერი და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დაწესებული შესაბამისი სამუშაო გრაფიკით განხორციელდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით სომხურენოვანი ფლაერისა და პოსტერების მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებზე გადაცემა . მერის წარმომადგენლები სომხურენოვანი პოსტერები და ფლაერები მუნიციპალიტეტის სოფლებში თვალსაჩინო ადგილებზე გამოაკრავენ. მასალები სომხურად მოიცავს კორონავირუსთან დაკავშირებულ ინფორმაციებს, წესებს, რეკომენდაციებსა და შეზღუდვებს.

კორონავირუსთან დაკავშირებული მასალები აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე უკვე გავრცელდა მარნეულის, ბოლნისის, რუსთავის, გარდაბანის, თეთრიწყაროს, წალკას, დმანისის, ახალციხის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ასპინძის, ადიგენის და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში.

ასევე, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ინფორმაციის გავრცელება აქტიურად მიმდინარეობს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ყველა რეგიონში.

ამჟამად განმეორებით იბეჭდება ბროშურები/პოსტერები, რომელიც უახლოეს პერიოდში დამატებით მიეწოდება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით დასახლებულ ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწობის საკითხებში საქართელოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი აქტიურად არის ჩართული კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის სხვადასხვა შესაძლო საშუალებებით ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში. ითარგმნა ვიდეო-რგოლები. შეგახსენებთ, რომ გუშინ სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, ქვემო ქართლის რწმუნებულს შოთა რეხვიაშვილს და მარნეულის მერს ზაურ დარგალს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გასავრცელებლად მარნეულის ბლოკ-პოსტთან გადასცა 2000-2000 ეგზემპლარი სოხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი გაზეთების „ვრასტანისა“ და „გურჯისტანის“ სპეციალური გამოცემები საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის წესების შესახებ. ასევე ჩვეულებრივი საგაზეთო გამოცემები კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციებისა და წესების შესახებ.

უკან დაბრუნება  
მთავარი | კანონმდებლობა | ბიუჯეტი | არასამთავრობო სექტორი | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია